მამუკა ბახტაძე  -  ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ არასოდეს  განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან

ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ არასოდეს განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა გუშინ პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია.

„ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და საქართველოში დაცულია ყველა ადამიანის უფლებები. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი, ეს შეუძლია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში. ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. თუმცა ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ არის სრულიად მიუღებელი და ბუნებრივია, კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და მე განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, მათ მივმართო: ჩვენ არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან - ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის დემონსტრირება და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. ჩემი აზრით, თავშეკავება, ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი“, - განაცხადა ბახტაძემ

მისივე თქმით, ენერგეტიკის განვითარება ქვეყნისთვის აუცილებელია.

„გუშინაც და დღესაც მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება, შეცდომაში არიან შეყვანილები ან არიან დაკავებული ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე, განვითარებისთვის კი საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია ჩვენ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს ეკონომიკაში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს