თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი სირდ ქლოეთინგი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი დავით ფრანგიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

„ Academia Europaea -ს რეგიონული ცენტრის გახსნა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური საკითხია, რადგან ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.

ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს თსუ-ში შედგება Academia Europaea -ს ცენტრალური მმართველობის, ევროპული რეგიონული ჰაბებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების საქმიანი ვიზიტი. ცენტრი შეეცდება განავითაროს და განავრცოს სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური ცოდნის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები მეცნიერების ყველა დარგში,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს და ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისათვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით იხსნება.

თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე ერთხმად მიიღეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა