შალვა შავგულიძე მთაწმინდის ამომრჩეველს შეხვდა

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე, ორბელიანის ქუჩაზე მთაწმინდის ამომრჩეველს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მთაწმინდელებსაც, თბილისის სხვა რაიონების მსგავსად, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა, ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. სახლები, რომლებსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, ჩამონგრევის ზღვარზეა. შალვა შავგულიძის განცხადებით, საზოგადოებამ საკმაოდ ადროვა "ქართულ ოცნებას" და ახლა უკვე მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის იმის განწყობა, რომ უნდა მოხდეს ცვლილებები.

„ვაგრძელებ შეხვედრებს მთაწმინდელ ამომრჩეველთან, ყველგან არის ერთი და იგივე განწყობა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ძალიან მოხარულები იქნებიან, თუ ეს დაიწყება მთაწმინდის ოლქში ცვლილებით. მთავარი მიზეზი არის ის, რომ არც ერთი დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს გასცა, არ არის შესრულებული. არ შეასრულა სასამართლო სისტემაში სამართლიანობის დაბრუნების დაპირება, არ შეასრულა ეკონომიკის სფეროში დაპირებები: იაფი ფული, სამუშაო ადგილები და ა.შ.“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს