სალომე ზურაბიშვილი ჯარისკაცებს თავდაცვის ძალების დაარსების 28 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წელის შესრულებას ულოცავს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებაში, რომელიც ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება.

"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ულოცავს საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს, ასევე მთელს საქართველოს, ამ მნიშვნელოვან თარიღს. ამასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებაში, რომელიც ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ცერემონია, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის, გვირგვინებით შემკობით დაიწყება", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს