რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

ისრაელის კვირეულის ფარგლებში, პირველ მაისს, 19.30 საათზე, რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“ და მას ისრაელიდან 120-კაციანი დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ხსოვნის საღამოზე დაგეგმილია „ისრაელის სახლისა“ და ქნესეთის თაოსნობით ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად „მართალად“ აღიარებული სერგი მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ღონისძიებას მეტრეველის შთამომავლებიც დაესწრებიან. „ისრაელის სახლი“ ოფიციალურად მიმართავს იერუსალიმის იად ვა შემის მუზეუმს, რომ სერგი მეტრეველის მსგავსად, მოხდეს სხვა ქართველი შინდლერების - გრიგოლ ფერაძისა და მიხეილ კედიას აღიარება.

ღონისძიებაზე დიდი ალიის 30 წლისთავთან დაკავშირებით ებრაულ და ქართულ ენებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაციაც შედგება. ღონისძიების კულმინაცია კი მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ტიტულის მფლობელის ელისო ბოლქვაძის კონცერტი იქნება. ის თბილისს საფრანგეთიდან სპეციალურად ხსოვნის საღამოსთვის ეწვია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ხილიკ ბარი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე და სხვები მიმართავენ. დაგეგმილია ჰოკოლოსტისა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე მოკლე დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს