პრემიერი - ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას - ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს

ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კრწანისის ტყე-პარკში განაცხადა, სადაც ბიომრავალფეროვნების აღგენის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

მისი თქმით, კრწანისის ტყე-პარკი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერ მოვუარეთ ამ პარკს და რეალურად, მწვანე საფარი ძალიან შემცირდა. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოს დაცვის პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ დღემდე ვებრძვით ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს. რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკაზე და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ჩვენს ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კრწანისის ტყე-პარკით მომავალი თაობები იამაყებენ.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც იამაყებს არამარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ, ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არამარტო ის არსებული ფლორა და ფაუნა, რასაც ახლა ვუყურებთ, არამედ ჩვენ აქ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხის სიიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ტყე-პარკში აღდგება რეკრეაციული სივრცე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს