დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო.

„ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რათა მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. თუ აქამდე ასეთი მომხმარებლები ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად ყიდულობდნენ გამანაწილებელი კომპანიებისგან, რეფორმა მათ საშუალებას აძლევს, საჭირო ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ.

ვაჭრობის ეს ფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზრისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ქვეყანაში ინერგება.

ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი”, - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო