პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე საკანონმდებლო პაკეტს იხილავს

პარლამენტი, პირველი მოსმენით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე საკანონმდებლო პაკეტს იხილავს.

მიწებთან დაკავშირებით დღის წესრიგში ორი ახალი კანონის - “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონისა და “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის მიღება დგას.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცნობს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ ერთიანი ბაზა, სადაც მართული იქნება როგორც მიწის ბალანსები, ასევე მისი რაციონალური გამოყენების და დამუშავების კრიტერიუმები, როგორც წამახალისებელი ღონისძიებები, ისე ფერმერთათვის მთელი რიგი შეღავათები, რომლებიც დამატებით სტიმულს გააჩენს დარგში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე და ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი, თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

ასევე განსაზღვრულია მთავრობის დისკრეცია, სადაც გაწერილია ის კონკრეტული გარემოებები, თუ რა პირობებში შეიძლება მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მემკვიდრეობით ნაწილს.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. მისი დასახელება განისაზღვრა შემდეგნაირად - სსიპ მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული სააგენტო. იგი შეითავსებს ფუნქციებს, რომლებიც უკავშირდება მიწის კატეგორიებისა და ბალანსების თემას, იგი ასევე უზრუნველყოფს იმ პროცესებს, რომლებმაც მიწის ბაზის სწორად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია