რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, წლის ბოლომდე 564 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ 210 პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რეგფონდის ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე, 564 ინფრასტრუქტურულ პროექტზე სულ 252 მლნ ლარი დაიხარჯება.

1 მაისის მონაცემებით, ქვეყნის 57 მუნიციპალიტეტში, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 191 მილიონი ლარის 371 პროექტზე. ამ ეტაპზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება საჭირო გახდა მხოლოდ 8 პროექტზე.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები. მას შემდეგ რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4 801 პროექტი დაამტკიცეს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო ეტაპი და 28 პროექტი დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დასრულდა კიდეც.

რეგფონდი 20 მლნ ლარით წელს პირველად აფინანსებს სტიქიის პრევენციის ღონისძიებებს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ნაპირსამაგრი კედლების გამაგრება-რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა,

ცალკე, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6,2 მლნ ლარით განხორციელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა. ტენდერები უკვე გამოცხადაა სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა