14.07.2025 / 09:02
მიკროავტობუსის მფლობელების მიერ თბილისში, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისას დადგენილი წესების დარღვევა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობა დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

პარლამენტს წარედგინება პროექტი, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის: - კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

“დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გახშირებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები), ისე განსაკუთრებით სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების მოძრაობა. აუცილებელია ამ ავტობუსების გადაადგილების მოწესრიგება, რაც დედაქალაქში როგორც საგზაო მოძრაობის განტვირთვას, ისე ავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების დონის ამაღლებას გამოიწვევს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კიდექსში“ ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 6 მაისის სხდომაზე დეპუტატების ზაზა გაბუნიასა და გოგა გულორდავას ინიციატივით წარედგინება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა