ინდოეთში ციკლონ „ფანის“ შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ციკლონ „ფანის“ შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. სტიქია განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია. სანაპირო ზოლიდან ხელისუფლებამ მილიონზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანა. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებიან.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ცენტრები. სტიქიის გამო გადაიდო ასობით ავიარეისი.

ქვეყნის ცალკეულ ნაწილში შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილებაც.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში ციკლონმა "ფანი" 12 ადამიანი იმსხვერპლა - სანაპირო ზოლიდან მილიონზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს, ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ინდოეთში ციკლონ „ფანის“ შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ციკლონ „ფანის“ შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. სტიქია განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია. სანაპირო ზოლიდან ხელისუფლებამ მილიონზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანა. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებიან.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ცენტრები. სტიქიის გამო გადაიდო ასობით ავიარეისი.

ქვეყნის ცალკეულ ნაწილში შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილებაც.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში ციკლონმა "ფანი" 12 ადამიანი იმსხვერპლა - სანაპირო ზოლიდან მილიონზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს, ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ია

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025