მიხეილ გიორგაძე - მსხვილი სსიპ-ის შექმნა მის გაძლიერებას გულისხმობს და არა გაუქმებას, როგორც სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ

მსხვილი სსიპ-ის შექმნა მის გაძლიერებას გულისხმობს და არა გაუქმებას, როგორც სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ, - აღნიშნული კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ კულტურის მიმართულებების სსიპ-ების გაერთიანებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„რას ემსახურება სსიპ-ების გაერთიანების პროცესი?! პირველ რიგში, ეს ემსახურება ერთი მხრივ, სამინისტროს მმართველობის ეფექტურობის გაზრდას და მეორე მხრივ, იმ დარგობრივი და სექტორული სსიპ-ების გაძლიერებას, რომლებიც შესაბამის დარგებზე ზრუნვას კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტულობას შესძენენ. ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად ეფექტი მხოლოდ დადებითი ექნება და ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო, უბრალოდ უსაფუძვლოა, იმიტომ რომ აქცენტირება კეთდება რაღაცის გაუქმებაზე და არა რაც რეალურად ხდება - რაღაც ახლის და უკეთესის შექმნაზე“, - განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში ამ გაერთიანების თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება, ან რომელიმე კადრის დაკარგვა.

„არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რომ როგორც ხელმძღვანელებს, ასევე მათთან მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, სსიპ-ების კოლექტივებს ძალიან ვაფასებ. ვაფასებ მათ კომპეტნციასა და გამოცდილებას, შესაბამისად, ეს ცვლილებები ნამდვილად არ არის მიმართული იმისკენ, რომ საკადრო ოპტიმიზაცია მოხდეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი და კომპეტენტური კადრები გვყავს და არ უნდა დავკარგოთ ისინი. ბუნებრივია, რომ ეს კოლექტივები ახალ გაერთიანებაში მოიაზრებიან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მიხეილ გიორგაძის თქმით, სამინისტრომ თავისი მმართველობის სისტემაში რეფორის მორიგი ეტაპი გამოაცხადა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სამინისტროების გაერთიანებამდე.

„ვგულისხმობ, საჯარო დაფინანსების ევროპულ მოდელზე გადასვლას და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებას. დღეს რეფორმის მორიგი ეტაპი გულისხმობს მმართველობის სისტემის, მისი ეფექტურობის გაუმჯებესების მიზნით, სხვადასხვა სექტორული, ან თუ გნებავთ დარგობრივი სსიპ-ის გართიანებას, მათ შერწყმას. მომავალში ჩვენ ვაპირებთ მმართველობოთი სისტემის დახვეწასა და რეფორმის გაგრძელებას იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ გარკვეულ ცვლილებებს, ისევ და ისევ შერწყმის ან სხვადასხვა სსიპ-ის გაერთიანების საფუძველზე ახალი სექტორული დარგობრივი მსხვილი სსიპ-ების შექმნით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

აღნიშნულ კომენტარს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა