გიორგი ქობულია - რიგი  გადაწყვეტილებები არ იყო  ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული  და  პოლიტიკურადაც  დამაზიანებელი იყო მმართველი გუნდისთვის, ეს იყო კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი

იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა უფრო პოლიტიკურად დატვირთული, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული, ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ის დეტალებზე საუბარს არ აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიგ შემთხვევებში მას გუნდისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამის შესახებ მან კითხვაზე - რა სხვაობა იყო მასსა და მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვებს შორის - საპასუხოდ განაცხადა.

„არც დღეს და არც მომავალში დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ეს კორექტული, პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ამასთან ერთად, ზოგადად, მინდა ვთქვა, იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მარტო შეიძლება პოლიტიკურად იყო დატვირთული და არა ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული, არამედ ამავე დროს, ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც, დამაზიანებელი იყო ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის. ამაზეც მინდა ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის. სადაც არც ეკონომიკური შედეგი იყო და ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ეს იყო, რა თქმა უნდა, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. არსებობდა მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე სწორად, მართებულად მიმაჩნდა და რომელთა მიღებაც მიჭირდა, იმიტომ, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ მქონდა,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო