შსს-ს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა კახეთში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო კახეთში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში - ”მსოფლიო რბენა” (Wings for life world Run).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამინისტროს წარმომადგენლები მარათონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ამავე კამპანიის სლოგანით ბრენდირებული მაისურებით მონაწილეობდნენ.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორედ მისი პოპულარიზაცის მიზნით ჩაერთნენ შსს-ს თანამშრომელები აღნიშნულ ღონისძიებაში.

მასშტაბური გარბენი კახეთში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა. საერთაშორისო მარათონი მიზნად ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას ისახავს.

უწყების განმარტებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველწლიურად, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, საქართველოში მის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია