გორში 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს რამდენიმე მოწმეს დაკითხავენ

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:30 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, რამდენიმე მოწმეს დაკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: გორში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს რამდენიმე მოწმეს დაკითხავენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს