რომან გოცირიძე - ივანიშვილის დავალებაა, რომ „რუსთავი 2" არჩევნებამდე გააჩერონ

ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ არჩევნებამდე გააჩერონ "რუსთავი2", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, "რუსთავი 2" -ის გაჩერება გამოიწვევს ხელისუფლების ჩამოშლას.

„ასეთ აბსურდულ დავას, ბუნებრივია, ვერავინ წამოიწყებდა, რომ არ ჰქონდეთ სასამართლოს იმედი. სწორედ ამიტომ იკლავდა თავს ეს პარლამენტი, რომ მიეღო „საერთო სასამართლოების შესახებ კანონი" და სწორედ ამიტომ უნდოდათ, რომ შენარჩუნებულიყო ეს კლანური სასამართლო. ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ არჩევნებამდე გააჩერონ „რუსთავი 2". ამიტომ ვამბობდით, რომ სასამართლოს რეფორმის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება. სასამართლო სისტემა თავისთავად ხდება დესტაბილიზაციისა და რისკის ფაქტორი, ვინაიდან "რუსთავი2"-ის გაჩერება გამოიწვევს ხელისუფლების ჩამოშლას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რომან გოცირიძე - ივანიშვილის დავალებაა, რომ „რუსთავი 2" არჩევნებამდე გააჩერონ

ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ არჩევნებამდე გააჩერონ "რუსთავი2", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, "რუსთავი 2" -ის გაჩერება გამოიწვევს ხელისუფლების ჩამოშლას.

„ასეთ აბსურდულ დავას, ბუნებრივია, ვერავინ წამოიწყებდა, რომ არ ჰქონდეთ სასამართლოს იმედი. სწორედ ამიტომ იკლავდა თავს ეს პარლამენტი, რომ მიეღო „საერთო სასამართლოების შესახებ კანონი" და სწორედ ამიტომ უნდოდათ, რომ შენარჩუნებულიყო ეს კლანური სასამართლო. ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ არჩევნებამდე გააჩერონ „რუსთავი 2". ამიტომ ვამბობდით, რომ სასამართლოს რეფორმის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება. სასამართლო სისტემა თავისთავად ხდება დესტაბილიზაციისა და რისკის ფაქტორი, ვინაიდან "რუსთავი2"-ის გაჩერება გამოიწვევს ხელისუფლების ჩამოშლას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია