პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე აირჩევს

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე აირჩევს.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება პარლამენტის მიერ ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა 2019 წლის 1 ივლისამდე. ამასთან, დასახელებულ ვადამდე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეიძენს, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად განახორციელებს.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 8 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგადაც პროექტი დასამტკიცებლად რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გავა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე ყალიბდება და მისი უფლებამონაცვლე ხდება, 2019 წლის 1-ელ ივლისს უნდა ამოქმედდეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა