ხათუნა თოთლაძე  საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩს გონსალეს-ბარბას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩს (რეზიდენციით ანკარა) ხუან გონსალეს-ბარბას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.

ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ესპანეთთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა.

საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა აღნიშნა, რომ ესპანეთი რჩება საქართველოს სანდო პარტნიორად და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ორმხრივი ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა