ადვოკატი - მორის მაჩალიკაშვილს გამოკითხვაზე სუს-ის დღევანდელი ბრიფინგის თემაზე კითხვა მხოლოდ ბოლო ერთი საათის განმავლობაში დაუსვეს და ისიც ფრაგმენტულად

მორის მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვა მხოლოდ ბოლო ერთი საათის განმავლობაში დაისვა, ისიც ფრაგმენტულად, - ამის შესახებ მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილს გამოკითხვაზე მისი ცხოვრების შესახებ დაუსვეს კითხვები.

კუბლაშვილის განმარტებით, გამოკითხვის მიმდინარეობისას მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნული ჩანაწერის შესახებ არაფერი იცოდნენ, ხოლო როდესაც ამის თაობაზე კითხვა დაისვა, ჩანაწერის მოსმენა ითხოვა, რაზეც სუს-ში უარი განუცხადეს.

„ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ინფორმაცია და მოლოდინი იმის შესახებ, რა კითხვებს დაგვისვამდნენ გამოკითხვაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვა მხოლოდ ბოლო ერთი საათის განმავლობაში დაისვა, ისიც ფრაგმენტულად. მანამდე გამოძიებამ მორის მაჩალიკაშვილს ისეთი კითხვები დაუსვა, რაც ამ ფაქტთან შემხებლობაში აბსოლუტურად არ იყო: როგორ ცხოვრობდა, როგორ გადაადგილდებოდა, როგორ იკვებებოდა, როგორ მოხვდა აქციაზე და ა.შ. როდესაც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაისვა, ჩვენ მოვითხოვეთ ამ აუდიო-ჩანაწერის მოსმენა და ამის შემდგომ გავცემდით კითხვაზე პასუხს. ძალიან მოულოდნელი და არაკოლეგიალური იყო, როდესაც მათი მხრიდან უარი მივიღე,“ - განაცხადა კუბლაშილმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია