კახა კალაძე - მალე გვეცოდინება, საერთოდ, გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები

ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ, გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ MAN-ის მარკის ახალი ავტობუსების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ და აღნიშნა, რომ მალე ცნობილი გახდება, თუ როგორ გადალაგდება ქალაქში ტრანსპორტი.

„ჩვენ ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები და ასევე, როგორ გადალაგდება ტრანსპორტი ქალაქში. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გვექნება სრული დასკვნა, ფრანგული კომპანია ატარებს კვლევას, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ძალიან მალე გვექნება სრული მონაცემები“, - განაცხადა კალაძემ.

მან ისაუბრა წარდგენილი ახალი ავტობუსებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების შესახებ.

"დღეს ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გვქონდა, შეძენილი 90 ავტობუსიდან 50 უკვე თბილისშია და ორშაბათიდან თბილისის მცხოვრებლებს მოემსახურება. თვის ბოლომდე დარჩენილი 40 ავტობუსიც ხაზებზე გაეშვება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტენდერი 220 8-მეტრიან ავტობუსებზეც, რომელთა მიწოდებაც წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. ჩვენი პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს. პირობა იყო დადებული, რომ ჩანაცვლდებოდა ასევე ყვითელი ავტობუსების პარკი, მოხდებოდა მეტროს მთლიანი რეაბილიტაცია, ვაგონების რეაბილიტაცია და იმ ვაგონების ნაცვლად ახალი ვაგონების შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ასევე, მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ძალოვანი კაბელების შეცვლა, რომელივ უკვე დაწყებული გვაქვს და უშუალოდ სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის დაიწყება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, პოპულარული და სწრაფი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებზე უარს იტყვის",- განაცხადა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად