სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე აირჩევენ

პარლამენტმა გამარტივებული წესით, 83-ხმით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე აირჩევენ.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ვადების ცვლილებით შესაძლებელი ხდება პარლამენტის მიერ ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა 2019 წლის 1 ივლისამდე. ამასთან, დასახელებულ ვადამდე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეიძენს, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად განახორციელებს.

“ცვლილებების არსი შემდეგში მდგომარეობს: თუკი ჩვენ დღეს ავირჩევთ ინსპექტორს, არსებული კანონით ისევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა ავირჩიოთ, მაშინ როდესაც 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ამოქმედდეს. ეს უხერხულობა რომ არ შეიქმნას, მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილებები“, - განმარტა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე ყალიბდება და მისი უფლებამონაცვლე ხდება, 2019 წლის 1-ელ ივლისს უნდა ამოქმედდეს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ