არჩილ თალაკვაძე - დოკუმენტი, რომელიც სალომე სამადაშვილმა აჩვენა საზოგადოებას, რეალურად არ არსებობს

ეს დოკუმენტი არ გამოცემულა ამ კვირაში და დოკუმენტი, რომელიც სალომე სამადაშვილმა აჩვენა საზოგადოებას, რეალურად არ არსებობს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ევროსაბჭო, საქართველოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობენ.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, სამადაშვილი მოვლენებს ჩამორჩება.

„ქალბატონი სამადაშვილი, მინიმუმ, ორი თვით ჩამორჩება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დოკუმენტი, რომელიც მან აჩვენა საზოგადოებას, ამ კვირაში არ გამოცემულა და რაც მომავალში უნდა გამოიცეს ის თუ აჩვენა ხალხს, არ ვიცი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მან ნამდვილად, მინიმუმ ორი თვით დაიგვიანა იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან შეხვედრა. ჩვენ დეტალურად გვაქვს განხილული ეუთო-ს რეკომენდაციები, რომელიც არჩევნების შემდგომ გამოიცა და ასევე გვქონდა შეხვედრა ამერიკელ პარტნიორებთანაც. ჩვენი პოზიცია, მზადყოფნა, რომ განვიხილოთ და ავსახოთ ეს რეკომენდაციები კანონმდებლობაში, ჩვენ უკვე პარტნიორებთან დაფიქსირებული გაქვს და ეს იცის ოპოზიციამაც. გასაკვირია, ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომელიც მოწესრიგებული ადამიანია და საგარეო მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველიც არ არსებობს. ეს დოკუმენტი არ გამოცემულა ამ კვირაში და დოკუმენტი, რომელიც მან აჩვენა საზოგადოებას, რეალურად არ არსებობს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.

მისი თქმით, საქართველოს, ბოლო პერიოდში როგორც ამერიკიდან ასევე, ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია და ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოში ჩასატარებელი მომავალი არჩევნები.

„ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოს პოლიტიკური მომავალი და კერძოდ, არჩევნების მომავალი ჩვენს სახელმწიფოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ერთობლივად წარუდგინოს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციების სია, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში იმისთვის, რომ საქართველოში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან და დემოკრატიულ - შესაბამისად, ლეგიტიმურ არჩევნებად. დიპლომატიის ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს სურს იყოს ევროპული სახელმწიფო, თუ საქართველოს სურს იყოს ტრანსატლანტიკური სივრცის ნაწილი, თქვენ უნდა ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ გეუბნებით თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები თქვენს ქვეყანაში ჩაითვალოს დემოკრატიულად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო