თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება ექნებათ

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება მიეცემათ.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ მათ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი ექნებათ. ნამსახურობაში, გარდა თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებში და მოსამართლედ მუშაობის პერიოდი.

ამ მიმართულებით “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მოქმედი კანონი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის იმავე გარანტიებს არ ითვალისწინებს, რაც სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის არის დადგენილი. კერძოდ, სხვა სახელმწიფო უწყებების სპეციალური წოდების მქონე პირებს - მაგალითად, შსს-ს, სუს-ის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს სპეციალური წოდებით ნამსახური წლები სახელმწიფო კომპენსაციისთვის დასანიშნ წლებში ეთვლებათ და 20 და მეტი წოდებით ნამსახური წლების დაგროვების შემთხვევაში, მათ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება წარმოეშვებათ. ანალოგიური უფლებით არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირები (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები).

„აუცილებელია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ანალოგიური პირობების დადგენა, რაც უზრუნველყოფს არსებითად თანასწორი სტატუსის მქონე პირების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას და გაზრდის მათ მოტივაციას“, - განმარტავს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ავტორია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო