9 მაისს ახალგაზრდების მონაწილეობით პარლამენტის მოდელირებული პლენარული სხდომა გაიმართება

9 მაისს, ახალგაზრდების მონაწილეობით, პარლამენტის მოდელირებული პლენარული სხდომა გაიმართება. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გახსნის.

„პარლამენტის სხდომის მოდელირების მიზანია საპარლამენტო ცხოვრებით დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცნონ პარლამენტის მუშაობის მექანიზმებს, მათ შორის პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ამოქმედდა“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ღონისძიება პარლამენტის ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობით იმართება.

ღონისძიებას წინ უძღვოდა ტრენინგი და მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს