9-10 მაისს მოძრაობის თეატრში კახა ბაკურაძის „ფაუსტის“ პრემიერა შედგება

გერმანული წარმატების შემდეგ, კახა ბაკურაძე გოეთეს „ფაუსტს“ თბილისში, მოძრაობის თეატრის სცენაზე გააცოცხლებს.

36 წლის წინ, მიუნხენში „დოიჩე თეატრში“ დადგმული კახა ბაკურაძის „ფაუსტი“ უწყვეტი ანშლაგებით მიმდინარეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობის თეატრიდან აცნობეს, ამჯერად მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი თბილისელ მაყურებელს „ფაუსტის“ განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს. ქართული სპექტაკლებისთვის აქამდე უცნობი ჟანრებითა და თეატრალური ხერხებით.

რეჟისორის განმარტებით, ეს არის ერთმოქმედებიანი მიმოდრამა.

„გადავწყვიტე ბუტოს ელემენტები შემომეტანა, რომელიც იაპონური თეატრის კაბუკის თეატრის შთამომავალია. ფაუსტი შეიძლება გერმანელია, მაგრამ მეფისტოფელი ყველგან ცხოვრობს. ეს არის მუდმივი ჭიდილი ადამიანსა და ეშმაკს შორის, ადამიანსა და მის მეს შორის, დღესა და ღამეს შორის, თეთრსა და შავს შორის. ხიბლიც ამაშია, გადარჩე, გზა გაიკვალო და სიკეთეები დათესო. ამის უსიტყვოდ, პლასტიკით გადმოცემა უფრო რთულია. მე მგონია, რომ საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის“, - აღნიშნავს კახა ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ კახა ბაკურაძემ 10 წელი ევროპის რამდენიმე თეატრში მუშაობდა, როგორც მსახიობად, ასევე რეჟისორად, სადაც არაერთი წარმატებული სპექტაკლი აქვს დადგმული. 90-იან წლებში რამდენიმე მეგობართან ერთად, გერმანიაში საკუთარი თეატრიც დააფუძნა. როგორც კახა ბაკურაძე აღნიშნავს, ეს იყო სრულიად განსხვავებული თეატრი, რომლის ანალოგიც არ არსებობდა. 2000 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე გადაწყვიტა, ასევე განსხვავებული ქართული თეატრის შექმნა, ახალი ჟანრებითა და მიმდინარეობებით. მოძრაობის თეატრი 2001 წელს დაფუძნდა. 2013 წლიდან თეატრი მუშტაიდის ბაღში , თვითმფრინავის ძველი ანგარის განახლებულ შენობაში ფუნქციონირებს, სადაც მაყურებელს მოდერნისტული Art-გარემო და ინოვაციურობითა და კრეატიულობით გამორჩეული სპექტაკლები ხვდება.

ცნობისთვის, მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში