ირაკლი კობახიძე საია-ს კვლევაზე - როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს უბრალოდ სასაცილოა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, თუკი საია ტაძრის მოხატვის გარდა სხვა მაგალითსაც მოიყვანს, მხოლოდ ამის შემდეგ მოეკიდება აღნიშნულ დასკვნას სერიოზულად.

„იმედია, ამ ბრალდებებს სერიოზულად არ იღებთ. როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი, მოხატული აქვს ათასობით ტაძარი და შენ დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს უბრალოდ სასაცილოა და არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ერთი ფაქტი დადონ, გარდა ტაძრის მოხატვისა და შემდეგ შეიძლება სერიოზულად მოვეკიდოთ საია-ს დასკვნას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საია- ს მიერ გავრცელებულ მასალაში გამოყოფილია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, მსგავს ფაქტად საია-მ მიიჩნია ივანიშვილის მიერ 11 აპრილს პატრიარქისთვის დაპირება ფონდი „ქართუს“ მხრიდან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დააფინანსებაზე; მეორე შემთხვევად კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ივანიშვილის მიერ 29 მარტს სოფელ ხიბულაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაპირება გამოყო, რომელიც გაზიფიცირებისა და წყლის საკითხის მოგვარებას ეხებოდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი კობახიძე საია-ს კვლევაზე - როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს უბრალოდ სასაცილოა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, თუკი საია ტაძრის მოხატვის გარდა სხვა მაგალითსაც მოიყვანს, მხოლოდ ამის შემდეგ მოეკიდება აღნიშნულ დასკვნას სერიოზულად.

„იმედია, ამ ბრალდებებს სერიოზულად არ იღებთ. როდესაც ადამიანს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი, მოხატული აქვს ათასობით ტაძარი და შენ დღეს ბრალდებას აყენებ მოსყიდვაზე იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას, ეს უბრალოდ სასაცილოა და არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ერთი ფაქტი დადონ, გარდა ტაძრის მოხატვისა და შემდეგ შეიძლება სერიოზულად მოვეკიდოთ საია-ს დასკვნას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საია- ს მიერ გავრცელებულ მასალაში გამოყოფილია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, მსგავს ფაქტად საია-მ მიიჩნია ივანიშვილის მიერ 11 აპრილს პატრიარქისთვის დაპირება ფონდი „ქართუს“ მხრიდან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დააფინანსებაზე; მეორე შემთხვევად კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ივანიშვილის მიერ 29 მარტს სოფელ ხიბულაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაპირება გამოყო, რომელიც გაზიფიცირებისა და წყლის საკითხის მოგვარებას ეხებოდა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო