პრემიერი - დავით გარეჯის საკითხზე კომისია დღეს დამტკიცდება და აზერბაიჯანულ მხარესთან  დიალოგი დაიწყება

დავით გარეჯის საკითხზე დღეს დამტკიცდება კომისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი და დაიწყება დიალოგი აზერბაიჯანულ მხარესთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე სამონასტრო კომპლექსზე წვდომა ისე, როგორც აქამდე, იქნება შესაძლებელი.

„დავით გარეჯის საკითხი ძალიან მგრძნობიარე თემაა ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის და ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიღწეულია შეთანხმება, იქმნება კომისია. დღეს დამტკიცდება ის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი. დაიწყება დიალოგი აზერბაიჯანულ მხარესთან, იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და ამ პერიოდის განმალობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსზე. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება მიღებული",- განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს