დავით ზალკალიანი - ღონისძიებები, რაც სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის დაიგეგმა, იმის თქმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ერთობლივი ქმედებები, რომელიც დაიგეგმა საფრანგეთისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, მას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში გაიზრდება ფრანგული მხარის წარმომადგენლობა, ასევე საფრანგეთში გაემგზავრებიან ქართველი ოფიცრები.

„სავიზო ლიბერალიზაცია ჩვენი მთავარი მონაპოვარია ინტეგრაციის გზაზე. ეს ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მთავრობის მყისიერი რეაგირება, ნებისმიერი სახის წუხილზე, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან. კერძოდ, ამ შემთხვევაში, საფრანგეთიდან. ვფიქრობ, ის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა, იქნება უაღრესად შედეგიანი, გამომდინარე იქედან, რომ მიღწეულია შეთანხმებები ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით. ის, რაც დაანონსდა შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც თავიდან აგვაცილებს თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღეს გამოცხადდა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა.

„ასევე გაცხადდა ახალი ინიციატივები, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ფრანგული მხარის წარმომადგენლობის გაზრდით საქართველოში, ისე ჩვენი ოფიცრების ყოფნით საფრანგეთში, რადგანაც მათ, ვინც კეთილსინდისიერად არ სარგებლობს სავიზო ლიბერალიზაციის თავისუფალი გადაადგილების პროცედურებით, არ ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ პროცედურების დარღვევით და ასობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც მართლაც კეთილსინდისიერად სარგებლობს ამ მნიშვნელოვანი მიღწევით, ხელის შეშლაში. ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ისე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას. ბუნებრივია, ის ერთობლივი ქმედებები, რომელიც დაიგეგმა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, მაძლევს იმის თქმის შეასძლებლობას, რომ არ ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს