პროფკავშირები  საექსპერტო კომპანიის მიერ ტყიბულის შახტებზე  მომზადებული დასკვნის გასაჯაროვებას მოითხოვს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოითხოვს, დაუყოვნებლად გასაჯაროვდეს საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროფკავშირები განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, 2018 წლის 15 ივნისს, მას შემდეგ, რაც შახტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტე ემსხვერპლა, ხოლო 6-მა სხეულის დაზიანება მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს პროფკავშირები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა - კერძოდ: ტყიბულში შეწყდა ნახშირმოპოვება და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული იქნა საერთაშორისო გამოცდილების მქონე საექსპერტო კომპანია, რომელიც შახტებზე შრომითი რისკების შეფასებას რამდენიმე თვის განმავლობაში ანხორციელებდა და 2018 წლის ბოლოს შესაბამისი დასკვნაც დადო.

ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნით, მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურება ეძლეოდათ.

სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გერმანული საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა დღემდე არ გაუსაჯაროვებია. არც ის არის ცნობილი რა წერია დასკვნაში და არც ის არის ცნობილი როგორი საინჟინრო გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ნახშირმოპოვების გასაგრძელებლად ისე, რომ მინიმალიზებული იქნას შრომითი რისკები და საფრთხეები.

მიუხედავად, ყოველივე ზემოთთქმულისა, 2019 წლის აპრილის ბოლოდან, მეშახტეებს შეუზღუდეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო GIG ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაისის თვეში ნახშირმოპოვების დაწყება იგეგმება უკრაინული ჯგუფის ოპერირების ქვეშ. მათივე განცხადებით გაუქმდება ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი და ინფრასტრუქტურა, მეშახტეები ძიძიგურის შახტაზე იმოძრავებენ მინდელის შახტიდან სავენტილაციო გვირაბის გავლით და რომ საბოლოო ჯამში 250-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ ცნობილი არ არის რა წერია გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, რა რეკომენდაციები იქნა გაცემული რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად და რა სამუშაოები განახორციელა ოპერატორმა კომპანიამ რეკომენდაციების შესასრულებლად.

ასევე, უცნობია კომპანიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის გეგმა, დაუსაბუთებელია მისი მიზაშეწონილობა და უცნობია რეორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტებიც.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოითხოვს: დაუყოვნებლად გასაჯაროვდეს საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, გასაჯაროვდეს ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოსთან დაკავშირებული ყველა პროცესი და უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცესებში საქართველოს პროფკავშირების ჩართულობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების ნეგატიური განვითარების ყველა შესაძლო პროცესთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართელოს მთავრობას და ოპერატორ კომპანიას“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)