მეტროსადგურში „სამედიცინო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოხსნეს, რამაც მეტროს მუშაობა შეაფერხა

დღეს დილით თბილისის მეტროში მორიგი შეფერხება იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურში „სამედიცინო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, საჭირო გახდა მატარებლის მგზავრებისგან დაცლა. მათივე განმარტებით, აღნიშნული მატარებლის ხაზიდან მოხსნის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა, რამაც მეტროს სხვადასხვა სადგურებზე მგზავრთა გადატვირთულობა გამოიწვია.

„მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრავ შემადგენლობას შეფერხება ჰქონდა. ამიტომ ინსტრუქციის თანახმად, საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნული მეტროს ვაგონები დაიცალა მგზავრებისგან და ერთი მატარებლის ხაზიდან მოხსნის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა. მეტროში მოძრაობა არ გაგვიჩერებია, უბრალოდ პიკის საათი იყო და მაგ დროს ბევრი მგზავრია მეტროში,“ - განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

მეტროსადგურში "სამედიცინო უნივერსიტეტი" ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოხსნეს, რამაც მეტროს მუშაობა შეაფერხა

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს