სოფიო კილაძის განცხადებით, ძიძების სერტიფიცირება არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ძიძად მომუშავე პირების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს „ბავშვთა კოდექსში“ ცვლილებებზე კომენტირებისას განუცხადა, ჩანაწერის ერთადერთი მიზანია, მშობლებს, რომელთაც უნდათ დაიცვან თავიანთი ბავშვები, სახელმწიფომ უფრო მეტად შეუწყოს ხელი.

მისივე განმარტებით, „ბავშვთა კოდექსში“ არსებული ჩანაწერი, რომლითაც ძიძების მიერ სერტიფიკატის ნებაყოფლობით აღება შემოდის, მიზნად ბავშვთა უფლებების ამაღლებასა და ამ მიმართულებით, ძიძების სახელმწიფო დონეზე დახმარებას ისახავს.

კილაძე ხაზს უსვამს, რომ ძიძების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება და რომ ეს დასაქმების ან ანაზღაურების კუთხით გავლენას არ იქონიებს.

"არავითარი სავალდებულო რეგისტრაცია და სამუშაოების შეზღუდვა არ იგეგმება. შემოსული იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ძიძების სავალდებულო რეგისტრაცია, რასაც მხარი არ დავუჭირეთ. ამასთან, ვთვლით, რომ ვინც საჭიროდ ჩათვლის გაიაროს სერტიფიცირება, სოცმუშაკი დაეხმარება მათ ამ საკითხის გადაწყვეტაში, მაგალითად, ბავშვზე ზრუნვა უფრო უკეთესი რომ იყოს ძიძის მხრიდან. ამის მიზანია იმ ადამიანებს, მშობლებს, რომელთაც უნდათ დაიცვან თავიანთი ბავშვები, სახელმწიფო უფრო მეტად შეუწყობს ხელს,"- აღნიშნა სოფიო კილაძემ.

დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე კოლეგების წინაშე პარლამენტში მოხსენებით ორ კვირაში წარსდგება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა