შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვახტანგ რობაქიძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა. მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებს შალვა კიკნაველიძე.

ის ასევე ადასტურებს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან შეხვედრის ფაქტს და ამბობს, რომ შეხვედრა სწორედ რობაქიძის ინიციატივით გაიმართა. კიკნაველიძის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრა.

"გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა მისივე სურვილით და მე ყოველთვის მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, მით უმეტეს ზესტაფონელს. რაც შეეხება შეხვედრის თემას, საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია",- განმარტა შალვა კიკნაველიძემ.

შალვა კიკნაველიძე საჭიროების შემთხვევაში მზად არის ამომწურავი პასუხი გასცეს შესაბამის უწყებებს. ასევე, ის საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

"გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ, მე მივმართავ სასამართლოს, რათა მოხდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაციის დადასტურება ან საჯარო უარყოფა", - აცხადებს შალვა კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, ვახტანგ რობაქიძე, მაჟორიტარ დეპუტატს შალვა კიკნაველიძეს ამომრჩევლებზე ზეწოლაში, მათთვის ნარკოტიკების დარიგებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს