სახალხო დამცველი - მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ რაიმე საჩივარი ექნება, რომ მისი უფლებები დაირღვა, მზად ვართ პროცესებში ჩავერთოთ

მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ საჩივარი ექნება, რომ მის მიმართ დაირღვა უფლებები, თუნდაც მოსმენის მართებულობასთან მიმართებით, ან გამოძიების პროცესში, მზად ვართ რომ ჩავერთოთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკვშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ის პროკურატურისგან თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარემოებების შესახებ საბოლოო დასკვნის დადებას ელოდება.

„ჩანაწერი მოვისმინე და ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ამ შეკითხვებს. მალხაზ მაჩალიკაშვილს ან მის ადვოკატს რაიმე საჩივარი ან წუხილი ექნება, რომ მის მიმართ დაირღვა უფლებები თუნდაც მოსმენის მართებულობასთან მიმართებით ან გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა, მზად ვართ რომ ჩავერთოთ, თუმცა ამ ეტაპზე ეს პროცესები არის გამოძიების პრეროგატივა. დავამატებ იმას, რომ ველოდებით პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარემოებების შესახებ საბოლოო დასკვნის დადებას, გამოძიების დასრულებას იმიტომ, რომ რეალურად ყველაფრის მიზეზი ამ ვნებათაღელვის არის ის, რომ საკმაოდ გაიწელა ეს გამოძიება. იმედია, რომ უახლოეს მომავალში, როგორც იქნა განცხადება გაკეთებული პროკურატურის მიერ, დაიდება საბოლოო შედეგები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეტ ვიდეო: სახალხო დამცველი - მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ რაიმე საჩივარი ექნება, რომ მისი უფლებები დაირღვა, მზად ვართ პროცესებში ჩავერთოთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა