ნათია თურნავა - მეტალურგიული ქარხნის ,,ჯეოსტილის“ მიმართ, ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსთავში არსებული მეტალურგიული ქარხნის ,,ჯეოსტილის“ მიმართ, ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები არსებობს. მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საკითხის შესწავლა და კონკრეტული მოთხოვნები, „ჯეოსტილის“ მიმართ, შესაბამის სტრუქტურებს საბოლოო ანგარიშის შემდეგ ექნებათ.

„კონკრეტული შეკითხვები არის „ჯეოსტილთან“ მიმართებაში. ვიცით, რომ არის შეკითხვები ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენი კოლეგები სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან მუშაობენ ამაზე და ჩვენ ვნახავთ თუ როგორი იქნება საბოლოო ანგარიში. ამ თემასთან დაკავშირებით, მთავრობა ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა რუსთაველებს. იცით, რომ მიმდინარეობს გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ შემოწმების პროცესი, ჩვენ ველოდებით საბოლოო ანგარიშს. რაც მთავარია, დღეს საწარმოს მენეჯმენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თუკი რაიმე საჭიროება იქნება დამატებითი ტექნოლოგიების შემოღების, გადაიარაღების, ფილტრების დაყენების, ჩვენ, რა თქმა უნდა მოვითხოვთ, იმ ანგარიშის მიხედვით და ისინი მზად არიან ამისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საწარმოს უკვე დაწყებული აქვს ენერგოეფექტურ საწარმოდ გარდაქმნის პროცედურა, ეს არის გამოძახილი ჩვენი აქტიური მასშტაბური რეფორმის ენერგეტიკაში. ეს იქნება ასევე ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ამას არა მარტო დავაკვირდებით, არამედ საწარმოებს ხელს შევუწყობთ, რომ ამ სტანდარტებს უპასუხონ “, - განაცხადა ნათია თურნავამ ,,ჯეოსტილში" ყოფნისას, სადაც ის საწარმოს საქმიანობას დღეს ადგილზე გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მოსახლეობა და საზოგადოებრივი მოძრაობა „გავიგუდეთ!“ კომპანია ,,ჯეოსტილს“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. საპროტესტო კამპანია ,,გავიგუდეთ!“ ფარგლებში რუსთავში არაერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ,,ჯეოსტილი“ გარემოს აბინძურებს და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას სისტემატურად აწარმოებს.

საწარმოს ხელმძღვანელობა, მოსახლეობის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ,,ჯეოსტილს" სპეციალური ფილტრები აქვს დამონტაჟებული და მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევა არ ხდება.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნათია თურნავა - მეტალურგიული ქარხნის ,,ჯეოსტილის“ მიმართ, ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსთავში არსებული მეტალურგიული ქარხნის ,,ჯეოსტილის“ მიმართ, ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები არსებობს. მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საკითხის შესწავლა და კონკრეტული მოთხოვნები, „ჯეოსტილის“ მიმართ, შესაბამის სტრუქტურებს საბოლოო ანგარიშის შემდეგ ექნებათ.

„კონკრეტული შეკითხვები არის „ჯეოსტილთან“ მიმართებაში. ვიცით, რომ არის შეკითხვები ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენი კოლეგები სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან მუშაობენ ამაზე და ჩვენ ვნახავთ თუ როგორი იქნება საბოლოო ანგარიში. ამ თემასთან დაკავშირებით, მთავრობა ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა რუსთაველებს. იცით, რომ მიმდინარეობს გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ შემოწმების პროცესი, ჩვენ ველოდებით საბოლოო ანგარიშს. რაც მთავარია, დღეს საწარმოს მენეჯმენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თუკი რაიმე საჭიროება იქნება დამატებითი ტექნოლოგიების შემოღების, გადაიარაღების, ფილტრების დაყენების, ჩვენ, რა თქმა უნდა მოვითხოვთ, იმ ანგარიშის მიხედვით და ისინი მზად არიან ამისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საწარმოს უკვე დაწყებული აქვს ენერგოეფექტურ საწარმოდ გარდაქმნის პროცედურა, ეს არის გამოძახილი ჩვენი აქტიური მასშტაბური რეფორმის ენერგეტიკაში. ეს იქნება ასევე ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ამას არა მარტო დავაკვირდებით, არამედ საწარმოებს ხელს შევუწყობთ, რომ ამ სტანდარტებს უპასუხონ “, - განაცხადა ნათია თურნავამ ,,ჯეოსტილში" ყოფნისას, სადაც ის საწარმოს საქმიანობას დღეს ადგილზე გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მოსახლეობა და საზოგადოებრივი მოძრაობა „გავიგუდეთ!“ კომპანია ,,ჯეოსტილს“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. საპროტესტო კამპანია ,,გავიგუდეთ!“ ფარგლებში რუსთავში არაერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ,,ჯეოსტილი“ გარემოს აბინძურებს და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას სისტემატურად აწარმოებს.

საწარმოს ხელმძღვანელობა, მოსახლეობის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ,,ჯეოსტილს" სპეციალური ფილტრები აქვს დამონტაჟებული და მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევა არ ხდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა