ლადო კახაძე პედაგოგებს  - თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პედაგოგებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს და აღნიშნა, რომ პარლამენტში მას ექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები მასწავლებელთა მხარდასაჭერად.

„ჩვენი ქვეყანა დგას თქვენზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და მადლობას გეუბნებით, რომ ხართ საქართველოს სამსახურში. მე აუცილებლად ვიქნები თითოეული მასწავლებლის ხმა საქართველოს პარლამენტში. მე აუცილებლად ვიდგები თითოეული პედაგოგის გვერდით“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა