ვახუშტი მენაბდე - მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონში კრიტიკული საკითხები რჩება

მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონში რჩება კრიტიკული საკითხები, რაც ვერ გვაძლევს მყარ გარანტიას, რომ უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი და მაღალი ავტორიტეტით დანიშნული მოსამართლეები გვეყოლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

ვახუშტი მენაბდე სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მოსაზრებებს განიხილავდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის და ოდირის გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა, მაინც რჩება კრიტიკული საკითხები, რაც ვერ გვაძლევს მყარ გარანტიას იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში ჩვენ გვეყოლება მიუკერძოებელი და მაღალი ავტორიტეტით დანიშნული მოსამართლები",-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

"თბილისი მარიოტში" შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელიც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნეს და სიტყვით გამოვიდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს