დოდაშვილის ქუჩაზე 22-ე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ ბინებს უკვე დაუბრუნდნენ

დოდაშვილის ქუჩაზე 22-ე კორპუსის ტერიტორიაზე სიმშვიდეა. კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ ბინებს უკვე დაუბრუნდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ტერიტორია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა შეამოწმეს და ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს.

„საღამოს შვიდი-რვა საათი იქნებოდა. მეზობელმა დამირეკა, გაზის სუნია და ყველა გარეთ არის გამოსულიო. ჩამოვედი და იყო საშინელი სუნი. დარეკეს 112-ში, გამოიძახეს. 10 წუთია, რაც დავიშალეთ.ხანდახან სუნი კიდევ გამოდის, მაგრამ ამბობენ, თხევადი გაზის სუნიაო. გაზი იტვირთება სადღაც და ქარს მოაქვსო. საშიში არაფერიაო და სადარბაზოებიც შემოწმებულიაო. შუქიც გათიშული იყო და ყველაფერი. ახლა შუქიც ჩაირთო, გაზიც და ადგილობრივები დაუბრუნდნენ საკუთარ ბინებს“, - განაცხადა კორპუსის მცხოვრებმა ნანა ცქვიტაიამ.

ამასთან, კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებასავრცელებს.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში