დავით ზალკალიანი საფრანგეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ჰელსინკში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან ევროპულ საქმეთა საკითხებში ამელი დე მონშალენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, კმაყოფილება გამოითქვა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის გამო, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

ამასთანავე, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საფრანგეთის და შემდგომ საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობაზე.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს წარმატებას ამ გზაზე.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს