მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგების საარჩევნო პროცესში ჩართულობას და სახელისუფლებო კანდიდატებისთვის მხარდაჭერაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა საარჩევნო პროცესში პედაგოგების ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბათუმში ყოფნისას კომენტარი გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ პედაგოგებს საარჩევნო პროცესში ჩართულობას და სახელისუფლებო კანდიდატებისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლების თემაზე ეს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს. ჩვენ რაც რეალურად გვაინტერესებს, ეს არის მიმართული იმისკენ, რომ განათლების სფერო განვითარდეს. განვითარება ნიშნავს თავისთავად ყველანაირ თავისუფლებას, თავისუფალ არჩევანს. ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მიმართულია დემოკრატიული პრინციპებისკენ, ამიტომ ჩვენი მთავარი პრიცინპი არის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ სკოლები და პედაგოგები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, ნინო გოგუაძისა და სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართა, სადაც მათ განაცხადეს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა