ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ მსვლელობას ქართველი მორაგბეებიც შეუერთდნენ

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ მსვლელობას ქართველი მორაგბეებიც შეუერთდნენ.

"ყოველ წელიწადს ვცდილობ, შევუერთდე ამ მსვლელობას. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართულ ოჯახს რაც შეეფერება, გავაგრძელი ჩვენი წინაპრების დანატოვარი. რაც უფრო მეტი მართლმადიდებელი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ყოველწლიურად იმატებს რაოდენობა, მეტად მოხარული ვიქნები",-განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედანს უახლოვდებიან. მათ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვით, რომელსაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში ის გზა გაატარეს, რომელიც ქრისტიანული სწავლების მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა