შალვა შავგულიძე - მივმართავ მთაწმინდელებს, არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი

მივმართავ მთაწმინდელებს, არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, - ამის შესახებ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

შავგულიძე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.

„არჩევნების დღე არის ის მომენტი, როცა კონსტიტუციური დებულება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, უშუალო და პირდაპირ მოქმედებაშია, ვინაიდან ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის. მივმართავ მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“,- განაცხადა შავგულიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია