პანკისის ხეობის 24-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ბატკანთან ერთად მივიდა, მან  კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24 -ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა კომისიის წევრებს, ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა.

დანო თურქოშვილს საარჩევნო უბანზე ბატკანიც ახლდა. მანვე კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა. თურქოშვილმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო და საჩუქრის მიღებს არ ადასტურებს.

პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი 5 სოფელს მოიცავს - ზემო, ქვემო და შუა ხალწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს.

აღნიშნულ ოლქში საკრებულოს წევრის მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.

იხილეთ ვიდეო: ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ბატკნით მივიდა და კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა - კადრები პანკისის ხეობიდან

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი