საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინაუგურაციო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კიევში უკრაინის უმაღლესი რადას საზეიმო სხდომას დაესწრო, რომელზეც უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

მათივე ცნობით, მარიინსკის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ერთად, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია