სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებს, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა გერმანელ კოლეგებს გააცნეს კომიტეტების მუშაობის სპეციფიკა, ის ძირითადი პროექტები, რომლებზეც კომიტეტებში მუშაობენ და ა. შ.

„ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. მადლობა გადავუხადეთ გერმანიის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის საქართველოსთვის და ასევე ვისაუბრეთ იმ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ - გერმანიამ და საქართველომ პოლიტიკურ დონეზე უნდა განვახორციელოთ. ასევე ვისაუბრეთ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ბუნდესტაგმა 10 მაისს მიიღო და სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისკენ სწრაფვა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ძალიან პოზიტიურად არის მოხსენიებული. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

გერმანელ კოლეგებთან შეხვედრას ასევე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა სოფო კილაძემ.

„გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია, რომელიც მათ შორის, ევროკავშირში და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რომლებიც ორივე მხარისთვის აქტუალურია სამომავლოდ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც გვექნება გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თავის მხრივ სოფო კილაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია