პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, არც ერთი კითხვა არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, არც ერთი კითხვა არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის აზრით, არჩევნების პროცესში იყო გარკვეული დარღვევები, თუმცა საბოლოო ჯამში, მათ არსებითი მნიშვნელობა არ აქვთ.

"საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შუალედური არჩევნები საქართველოში შედგა, საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული და არ არსებობს არც ერთი კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის მთავარი - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის ნაწილია ასევე არჩევნების შედეგების აღიარებაც, რაც ალბათ, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, რაც ასევე კარგად გამოჩნდა უკრაინაში. მაგალითად, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მისივე აზრით, რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და დარღვევები, რაც, რა თქმა უნდა, არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე. თუმცა მეორე მხრივ, აუცილებელია, თითოეული ამ ფაქტის შესწავლა და გაანალიზება იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტიპის დარღვევები",- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, არც ერთი კითხვა არ არსებობს

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ