22 მაისის, დილის 11:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე დაბა სტეფანწმინდას გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზიდან“ აცნობეს, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა.
მათივე ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 22 მაისის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
„კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"