ტაქსის მძღოლი კახა კალაძეს - 1-ელ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რათა გვაცნობოთ, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე

ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, - ასე მიმართავს თბილისის ტაქსის მძღოლების სახელით ერთ-ერთი მძღოლი ლევან ხუზაურაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს მოერგონ.

მისივე განცხადებით, თუკი ტაქსის შესახებ რეგულაციები არ გადავადდება, ტაქსის მძღოლები საინიციატივო ჯგუფს შექმნიან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან.

ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

"ამ ხნის განმავლობაში მერიიდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, აპირებს თუ არა თბილისის მერი ტაქსის რეგულაციების გადავადებას, ამიტომ გვინდა კონკრეტული მოთხოვნა წავუყენოთ. ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატიცო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე.

რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა ლევან ხუზაურაშვილმა.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლები დღეიდან იწყებენ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა "ამ ბრძოლაში არ იყვნენ მარტო".

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას