მამუკა ბახტაძე - 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, რა თქმა უნდა იქნება, ძალიან დიდი

2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკრეტული გზავნილი „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გზავნილი მიღებულია, გააზრებულია და ამ ფაქტორმა მათ შორის იმოქმედა სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანწილად დაკორექტირებაზე.

„რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის როლს, ეს როლი რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას და ბუნებრივია, ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარის როლი, მითუმეტეს, დამფუძნებლის და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის, იქნება ძალიან დიდი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ