კახა კალაძე - ტაქსის ზოგიერთი მძღოლი კონკრეტული პარტიის წევრია და მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის, ვინაიდან პოლიტიკურ შინაარსს ატარებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებთან, რომელთაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, მთელი რიგი დათმობები განახორციელა.

კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრა არაერთხელ გამართა და ამის ფონზე ცვლილებებიც განახორციელა.

„ჩვენ რომ გავყოთ, არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფები და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით. არსებობს მეორე, ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც კონკრეტული პარტიის წევრები არიან, ეს არის „ლეიბორისტული პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის, ვინაიდან პოლიტიკურ შინაარსს ატარებს.

რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ. ეს არის ის, რომ მარჯვენასაჭიანებს, 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა „ბ“ კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც 10 ოქტომბრამდე ვერ მოასწრო დარეგისტრირება და შემდეგ არის დარეგისტრირებული, მათაც მივეცით შესაძლებლობა მიიღონ ვაუჩერები. ასევე, პირველი იანვრის შემდეგ დარეგისტრირებულებსაც, ვისაც 15 წელზე ახალი მანქანა ჰყავს, მათაც მივეცით შესაძლებლობა ისარგებლონ, როგორც გადაკვრის და შეღებვის ვაუჩერით, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერით“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას