სალომე ზურაბიშვილი - იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ

მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებას და გამთლიანებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლების, პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი , საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებას და გამთლიანებას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მის მრავალფეროვნებაზე დგას.

„საქართველოს დამოუკიდებლობა ამავე დროს მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა ბევრი რთული გამოწვევის მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევის მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების და ცხადია, ებრაელების - საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი. ამ ქვეყანში თითოეულ მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. „სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების დაფუძველია. ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით. სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი მერჩულე ყველასთვის ცნობილ სიტყვებში „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელთა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია. აუცილებელია, რომ ქართული ენა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე საბავშვო ბაღებში, ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თოთოეულ მოქალაქეს თავისი შესაძლებლობის რეალიზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის. საქართველოს მეორე სახელმწიფო ანა - აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას. მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისგმებლობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს